- მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მერიის სხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს, რიკარდო მონტანარის შეხვდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე.მათ ასევე განიხილეს ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს, მესტიის მერმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის ელჩმა ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე გახსნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადაინაცვლეს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, სადაც გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში“.