- მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში გაიმართა.
სამეგრელი-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.
მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: ანსამბლი „გორდელა“, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, სალიო, ანსამბლი „რანინა“.