- დაბა მესტიაში, საქველმოქმედო მარათონი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია“ გაიმართა. შეჯიბრი მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის #2 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნაზიბროლა გულბანის ინიციატივითა და ამავე სკოლის დირექციის ორგანიზებით ჩატარდა.
2,5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მიიღეს მესტიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა.
მონაწილეთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: I – IV კლასი:
I ადგილი – მარიამ მაჩიტიძე (№2 საჯარო სკოლა)
II ადგილი – სანდრო ჭოხონელიძე (№2 საჯარო სკოლა)
III ადგილი – ალექსანდრე რატიანი (№2 საჯარო სკოლა)
V – VII კლასი:
I ადგილი – ელენე ხერგიანი (№2 საჯარო სკოლა)
II ადგილი – გიორგი მიროტაძე (თბილისის №179 საჯარო სკოლა)
III ადგილი – ირინკა რატიანი (№2 საჯარო სკოლა)
VIII – XII კლასი:
I ადგილი – გიორგი ჯაფარიძე (№3 საჯარო სკოლა)
II ადგილი – ირაკლი ხერგიანი (№2 საჯარო სკოლა)
III ადგილი – ლუკა რატიანი (№2 საჯარო სკოლა)
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარათონში მონაწილეობა ასევე მიიღეს პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა მოკლე მანძილზე გარბენში.
მარათონის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს სიმბოლური სიგელები გადასცა დაბა მესტიის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატო გვარლიანმა.
სიმბოლურია, რომ მარათონს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს, კვირიკე (კარლი) ჯაფარიძის მხარდასაჭერად, დღევანდელ მარათონს კი პატარა კარლი თავად ესწრებოდა.
წელს, მარათონმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო და საქველმოქმედო ხასიათი შეიძინა – ღონისძიების სლოგანი გახლავთ „ვიცხოვროთ ჯანსაღად და ვაკეთოთ სიკეთე“. მარათონი ყოველწლიურად, საჭიროებიდან გამომდინარე შერჩეულ ბენეფიციარებს გაუწევს თანადგომას.
დღევანდელი ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემა დედ-მამით ობოლ და-ძმას.