- დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე “სვანეთობის” ღონისძიება მიმდინარეობს.
სვანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სვანეთობა”, ყოველწლიურად, 2014 წლიდან ტარდება და მუნიციპალიტეტის 17-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს.
დღევანდელი ღონისძიება გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,რიჰო” სვანური საგალობელით ,,ლილე” და სვანური ფერხულით.
დამსწრე საზოგადოებას “სვანეთობა” მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად.
სეტის სკვერში მუნიციპალიტეტის თითოეულ თემს, წარმოდგენილი აქვს სვანური ტრადიციული სამზარეულო, ნახატების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების პავილიონებთან სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაათვალიერონ ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.