მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა

  • დღეს, დილით მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილოტრზე მთის მასა ჩამოიშალა, რის გამო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან სპეციალისტების ჯგუფს, რათა მოხდეს ქანების შესწავლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახური და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადმოყვანა ხდება. 8 ასეთი მოქალაქის გადმოყვანა უკვე მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები. მათი განცხადებით, გზის გახსნის ზუსტ დროს ამ წუთისთვის უცნობია, თუმცა თუმცა მოძრაობის აღდგენა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.

კომენტარის დატოვება