- უღვირის ტბის მიმდებარედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ სტუმრებთან ერთად, ,,მთის დღეები 2023”-ის ულამაზესი ღონისძიება გამართა.
ეს იყო ფესტივალი, სადაც ადგილობრივ მეეარმეებთან ერთად ქართველი და უცხოელი სტუმრებიც იყვნენ ჩართული. დღე სხვადასხვა ღონისძიებებით იყო დატვირთული. საზოგადოების მოწონება სვანურმა ტრადიციულმა კერძებმა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებმა დაიმსახურეს.