- 1 სექტემბერს, ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი, მინი ფეხბურთში დაიწყო.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მესტიის სხვადასხვა თემების გუნდები, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ხუთი გუნდი.
ტურნირი 5 სექტემბერს დასრულდება.