- მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა, დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე 4 სკოლამდელი აღზრდისა და 4 პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე წარმატებული დედა დაჯილდოვდა და გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიია ინფორმაციით, ღვაწლმოსილი ქალბატონები მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შესაბამისი კრიტერიუმებით იქნა შერჩეული.
ეს ქალბატონები გახლავთ: მესტიის პირველი ბაგა-ბაღის აღმზრდელები, ნარგიზა ფალიანი და ეკა კვიციანი, წვირმის ბაღის გამგე, ნინო თამლიანი, ნაკრის ბაღის აღმზრდელი, ლალი გვარმიანი, ჭუბერის სკოლის პედაგოგი, ნაზიბროლა ხარზიანი, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი, დოდო მერლანი-ჯაფარიძე, ნაკრის სკოლის პედაგოგი, რენო რეზესიძე, ეცერის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინელი გაბრიჭიძე.
დამსწრე საზოგადოებას დედის დღე მიულოცა მერის მრჩეველმა კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძემ, ასევე მესტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შორენა ცინდელიანმა და მაია ხორგუანმა, რომლებმაც ორგანიზაციის სახელით ჯილდო გადასცეს ქალბატონებს, თამრო რეზესიძეს და ყარსგურიშის სკოლის პედაგოგს, მთვარისა ცინდელიანს.
ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მესტიის ფოლკლორული ანსამბლი “რიჰო” და “ირინოლა”.