რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა

  • რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად.

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:

არასამეწარმეო იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 600 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-1@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსი სრულდება 2024 წლის 10 ნოემბერს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3VL642v