საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%.

სულ ჩატარდა 2 264 582 აცრა, დღიურად აცრილია 11 943.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 371 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 189 პირი.

კომენტარის დატოვება