- საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 377 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, „პისიარ“ ტესტით – 16 681.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 5,87%, ბოლო შვიდი დღის – 6,84%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 945 609 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 906 708 გამოჯანმრთელდა, 14 041 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 528 030 აცრა, დღიურად აცრილია 7 191.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 353 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 921 პირი.