სვანეთში მოყვარული მოთხილამურეების ტურნირი “ზურულდი 2022” ჩატარდა

  • პირველად მესტიაში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, მოყვარულ მოთხილამურეებს შორის შეჯიბრი “ზურულდი 2022” ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიგანტურ სლალომში ტურნირი ზურულდის მთაზე გაიმართა და მაში 70-მდე მოყვარული მოთხილამურე მონაწილეობდა. ღონისძიებას 20-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

მესტიაში გამართული ტურნირის მიზანია სვანეთის ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია, სათხილამურო სპორტის ხელშეწყობა და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *