- მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მესტიის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 2 130 434 (ორი მილიონ ას ოცდაათი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი.
საავტომობილო გზა იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 101-ე კილომეტრის მიმდებარედ და გრძელდება ჩრდილოდასავლეთით სოფ.ფარის მიმართულებით, სადაც გაივლის სოფ.ლამხერს და სოფ.ზაგარის მიმდებარე ტერიტორიას.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2000 მეტრია, ხოლო სიგანე 4,5 მ. პროექტის მიხედვით შენარჩუნებულია არსებული გზის გეგმის გეომეტრიული პარამეტრები და გზის ღერძი ემთხვევა არსებული გზის ღერძს.
ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მიწის ვაკისის დამუშავების შემდეგ გზის ქვედა ფენაზე მოეწყობა 25 სმ-იანი ქვიშა-ხრეშოვანი ფენა და დაიგება 16 სმ-იანი არმირებული ცემენტბეტონის საფარი. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის განხორციელება უმნიშვნელოვანესია სოფელი ფარის მოსახლეობისთვის, რადგან წვიმების დროს, მოლიპული გრუნტის გზა საფრთხეს უქმნიდა გზაზე მოძრავ ავტომობილებს.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT220019527) გამარჯვებული კომპანია „თავადი-I“ ასრულებს.