შაკო შუკვანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

  • მესტიის მუნიციპალიტეტში შაკო შუკვანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრი 4 აგვისტოს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში შედგა.

შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვეს:

  • I ადგილი – გიორგი (კოწიკა) შუკვანი
  • II ადგილი – აკაკი გაბრიჭიძე
  • III ადგილი – გიორგი შუკვანი

გამარჯვებულებს თასი, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ტურნირის საპრიზო ფონდია:

  • I ადგილი – 1000 ლ.
  • II ადგილი – 700 ლ.
  • III ადგილი – 300 ლ.

ტურნირის დამფუძნებელი და ორგანიზატორია სანდრო მერლანი, ხოლო ტურნირის სპონსორი გახლავთ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი. შაკო შუკვანის სახელობის ტურნირი მაგიდის ჩოგბურში უკვე მესამე წელია რაც ტარდება და ტრადიციულად გაგრძელდება მომდევნო წლებში.