ცხუმარის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

  • მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2587 მ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაგებულია ასფალტობეტონის საფარი 1,8 კმ-ზე.

პროექტის ფარგლებში დასრულდა ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობის სამუშაოები და სანიაღვრე მილების სათავისების მოწყობა. ასევე მოეწყო საყრდენი კედლები გაბიონში ქვის წყობით და ბაგირი-ზღუდარის მონტაჟი შეღებვით.

ამ ეტაპზე ხორციელდება დარჩენილი გზის ბეტონის საფარის დაგება და კიუვეტების არხის მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT200012702) გამარჯვებული კომპანია შპს „ლიდერ +“ ასრულებს.

პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 აგვისტოს #1398 განკარგულებით, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების

+3

5050